„რესპუბლიკური პარტია“ „ფორუმის“ შეთავაზებას „ქურდულ სხადნიაკს“ უწოდებს

„რესპუბლიკელების“ პასუხი “ფორუმის” შეთავაზებაზე დავით ზურაბიშვილმა გაახმოვანა. ზურაბიშვილი შეხვედრის აუცილებლობას ვერ ხედავს და სანიკიძის ინიციატივას, ყოფილი თანაგუნდელების შეხვედრის შესახებ „ქურდულ სხადნიაკს“ ადარებს.“
”არ ვიცი ქურდული სხადნიაკის ასოციაცია გამიჩნდა. ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ ასეთი შეხვედრისას. მოგეხსენებათ პოლიტიკაში კულუარული შეხვედრები ხდება, მაგრამ მთავარია ის, თუ როგორი განცხადებები კეთდება ღიად. საჯაროდ გაკეთებული განცხადება უკვე ნათქვამია და უკან ვერ წაიღებ. ასეთი შეხვედრის აუცილებლობას ვერ ვხედავ”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრის სურვილი ლევან სანიკიძემ გუშინ გამოთქვა. დღეს კი „ეროვნული ფორუმის“ სახელით განცხადება ოფიციალურად შეხვედრის შესახებ „ფორუმელმა“სოსო ვახტანგაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბიდან გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები