“შეგახსენებთ, ხატია დეკანოიძე ის ადამიანია, ვინც ქართული პასპორტი დახია, ფაქტობრივად მოგვიგდო იმიტომ, რომ სამსახური ჰქონოდა სხვა ქვეყანაში” – პაპუაშვილი

“უკრაინის პოლიცია რასაც დაამსგავსა ქალბატონმა ხატიამ, ამას კარგად ვხედავთ. იქაც, როგორც ჩანს, იგივე ნირი გამოიჩინა, როგორც საქართველოში და იქიდანაც უკან დაგვიბრუნეს პირდაპირი რეისით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძის მისამართით განაცხადა.

კერძოდ, პაპუაშვილი დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „გარეგნულადაც კატასტროფულად გამოიყურებიან პოლიციელები. ისინი არ არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს პირველ რიგებს წარმოადგენენ ფორმაში“.

„უკრაინის პოლიცია, რასაც დაამსგავსა ქალბატონმა ხატიამ ამას კარგად ვხედავთ – კორუფციის დონე, როგორიც არის უკრაინაში. ვხედავთ, რომ ერთი პატარა მოძრაობა გადაწყვიტა პრეზიდენტმა და თავს დაესხნენ ეგრევე, რომ კორუფციასთან ბრძოლა არ შეწყვიტოო. ასე, რომ ქალბატონი ხატიას შედეგები ასახული არის უკრაინის პოლიციის მდგომარეობაზე. ასე, რომ მიხედოს უკრაინის პოლიციას, ასე ვურჩევდი.

შეგახსენებთ ყველას, ხატია დეკანოიძე ის ადამიანია, ვინც ქართული პასპორტი დახია, ფაქტობრივად მოგვიგდო იმიტომ, რომ სამსახური ჰქონოდა სხვა ქვეყანაში. მერე იქაც, როგორც ჩანს იგივე ნირი გამოიჩინა, როგორც საქართველოში და იქიდანაც უკან დაგვიბრუნეს პირდაპირი რეისით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები