ჰავანას წმინდა ნიკოლოზის მართლმადიდებლურ ტაძარს საქართველოდან სპეციალურად ჩაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გადაეცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გრიგოლ ბარამიძემ, კუბის დედაქალაქ ჰავანას წმინდა ნიკოლოზის მართლმადიდებლურ ტაძარს საქართველოდან სპეციალურად ჩაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გადასცა. ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიების გვერდი ავრცელებს.
ღონისძიების ფარგლებში, მირინისისა და კარიბის ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფოების რეგიონალურმა ეპისკოპოსმა, ათენაგორასმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს, ხაზი გაუსვა ქრისტიანული ქვეყნების ურთიერთობების მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე აღევლინა ლოცვები ქართულ ენაზე. ამასთან, ტაძრის ეზოში აღიმართა საქართველოს დროშა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, სასულიერო პირები და დიასპორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები