კრემლმა განაცხადა, რომ ტრამპის ულტიმატუმი „გაითვალისწინა“

კრემლმა განაცხადა, რომ მან „გაითვალისწინა“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ მოსკოვი უკრაინაში ომის დასრულების ვადას შეამცირებდა,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც მედია იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციის ფორმატში საკუთარი ინტერესების დაცვას აგრძელებს.

ამავდროულად, მოსკოვი ხაზს უსვამს, რომ მას შედეგების მშვიდობიანი გზით მიღწევა სურს.

“მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინის გარშემო კონფლიქტის მოსაგვარებლად სამშვიდობო პროცესის ფარგლებში და ამ მოგვარების პროცესში ჩვენი ინტერესების უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა პესკოვმა.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა ასევე განმარტა, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა ამჟამად შენელებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები