ნეთანიაჰუ: სტარმერი აჯილდოებს „ჰამასის“ საშინელ ტერორიზმს და სჯის მის მსხვერპლს
სტარმერი აჯილდოებს „ჰამასის“ საშინელ ტერორიზმს, – ასე ეხმაურება ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბრიტანეთი გაეროში პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს.
„სტარმერი აჯილდოებს „ჰამასის“ საშინელ ტერორიზმს და სჯის მის მსხვერპლს. ჯიჰადისტური სახელმწიფო ისრაელის საზღვარზე დღეს – ხვალ საფრთხეს შეუქმნის ბრიტანეთს. ჯიჰადისტი ტერორისტების მიმართ მოთმინება ყოველთვის მარცხით მთავრდება. ეს არ მოხდება“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი სექტემბერში აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს, თუ ისრაელის მთავრობა არ გადადგამს არსებით ნაბიჯებს ღაზაში არსებული „შემაძრწუნებელი ვითარების“ დასასრულებლად და არ დააკმაყოფილებს სხვა პირობებს.