აშშ ყაზახეთში მინერალური რესურსების მოპოვებაში მიიღებს მონაწილეობას

ყაზახეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა, ჯული სტაფტმა განაცხადა, რომ ახალ თანამდებობაზე მისი ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი ქვეყანაში კრიტიკული მინერალური რესურსების განვითარებაში ამერიკელი ინვესტორების მონაწილეობის უზრუნველყოფა იქნება.

„აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიერ ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალური რესურსების თითქმის ნახევარი ყაზახეთშია აღმოჩენილი. დამტკიცების შემთხვევაში, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ამერიკელი ინვესტორების ამ სექტორში მონაწილეობის უზრუნველყოფა“, – თქვა მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, ის ელის, რომ ჩინეთზე რეგიონის დამოკიდებულება შემცირდება და აშშ-ის პოზიცია გაძლიერდება.

„ვიმედოვნებ, რომ ამერიკული ინვესტიციები მთავარ ადგილს დაიკავებს და ჩინეთის მზარდ გავლენას ჩაანაცვლებს“, – დასძინა სტაფტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები