დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობას სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის (UNGA) წინაშე აღიარებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
„ეს მოხდება, თუ ისრაელის მთავრობა არ გადადგამს არსებით ნაბიჯებს ღაზაში საშინელი სიტუაციის დასასრულებლად, არ მიაღწევს ცეცხლის შეწყვეტას, არ გამოაცხადებს, რომ დასავლეთ სანაპიროზე ანექსია არ მოხდება და არ აიღებს ვალდებულებას გრძელვადიანი სამშვიდობო პროცესის მიმართ, რომელიც ორი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტის მიღწევას უზრუნველყოფს“, – თქვა სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ეკვივალენტობა არ არსებობს და დიდი ბრიტანეთის მოთხოვნები „ჰამასის“ მიმართ უცვლელი რჩება.
„მათ უნდა გაათავისუფლონ ყველა მძევალი, ხელი მოაწერონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, შეეგუონ იმ ფაქტს, რომ ისინი არანაირ როლს არ ითამაშებენ ღაზას მთავრობაში და განიარაღდნენ“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.
ამასთან, მან აიღო ვალდებულება, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეამდე შეაფასოს, თუ რამდენად წარმატებით შეასრულეს მხარეებმა ეს ნაბიჯები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.