“ქონების მითვისება, ქალებთან არასათანადო მოპყრობა” – შაოლინის ტაძრის წინამძღვრის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს
შაოლინის ტაძრის წინამძღვრის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.
მედიის ინფორმაციით, ში იონგქსინის წინააღმდეგ, რომელმაც თავისი სამეწარმეო საქმიანობით, შაოლინის ტაძარი კომერციულ იმპერიად გადააქცია, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც მას, ტაძრის ქონების მითვისებასა და არასათანადო გამოყენებაში სდებს ბრალს.
ში, ტაძრის წინამძღვარი 1999 წელს გახდა. ის ფოკუსირებული იყო შაოლინის კომერციალიზაციაზე, მაგალითად მისი ერთ-ერთი გადაწყვეტილება შაოლინის სახელის ფილმებში გამოყენებისთვის ლიცენზიების გაყიდვა იყო. ასეთი გადაწყვეტილებებმა მას წლების განმავლობაში ტაძრის ღირებულებების შელახვაში დადანაშაულება მოუტანა.
ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელდა მასალები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ში იონგქსინი ტაძრის ქონებას ითვისებდა და მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან არასათანადო ურთიერთობები ჰქონდა.
28 ივლისს, ჩინეთის ბუდისტთა ასოციაციამ, ში იონგქსინს ორდინაციის სერტიფიკატი ჩამოართვა და გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს ბერის წინააღმდეგ გამოძიების წარმართვასა და მისი კანონის მიხედვით დასჯას.