„პუტინს 10 დღე აქვს“ – ტრამპი უკრაინაში ომთან დაკავშირებით ახალ განცხადებას აკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის შესახებ შეთანხმების მისაღწევად ახალი ვადა დაუწესა.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, ახლა რუსეთს ამისთვის 10 დღე აქვს.

„10 დღეში ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს და ა.შ. არ ვიცი, იმოქმედებს თუ არა ეს რუსეთზე, რადგან პუტინს აშკარად სურს ომის გაგრძელება, მაგრამ ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს და მეორად სანქციებს. შესაძლოა, ამან მასზე იმოქმედოს ან არ იმოქმედოს, მაგრამ ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.

მანამდე ტრამპმა რუსეთს 50 დღე მისცა, თუმცა, როდესაც დაინახა, რომ პროგრესი არ იყო, შეთანხმების დასადებად 10-12 დღეზე დაიწყო საუბარი. კითხვაზე, მიიღო თუ არა მან რაიმე შეტყობინება რუსეთის განზრახვებთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არა.

„არა, არ მიმიღია, არანაირი პასუხი არ მიმიღია. ეს იმედგაცრუებას იწვევს. ადრე გეუბნებოდით, რომ კვირაში 5000 ადამიანი იღუპება. ახლა კვირაში 7000 ადამიანი იღუპება. ძირითადად უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები. თუმცა, მშვიდობიანი მოსახლეობაც იღუპება თავზე ჩამოცვენილი ბომბებისგან. ეს ამაზრზენი ომია“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები