მედვედევი – ტრამპს: ნუ წახვალთ მძინარე ჯოს გზით!

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს, ეს მუქარაა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯი საკუთარ ქვეყანასთან, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს: 50 დღე თუ 10… მას ორი რამ უნდა ახსოვდეს: 1. რუსეთი არ არის ისრაელი ან თუნდაც ირანი. 2. ყოველი ახალი ულტიმატუმი საფრთხეა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯი. არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ საკუთარ ქვეყანასთან. ნუ წახვალთ მძინარე ჯოს გზით!“ – დაწერა მედვედევმა სოციალურ ქსელ X-ზე.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის დადგენილ 50-დღიან ვადას 10-12 დღემდე ამცირებს, რაც კონფლიქტის მოგვარების პროცესში პროგრესის არარსებობის მიზეზად დასახელდა. მან განაცხადა, რომ ახალი ვადის ოფიციალურად გამოცხადებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები