პაპუაშვილი – ჟენევაში ვიზიტზე: შესაძლებლობა მექნება როგორც კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრების, ასევე – კონფერენციის ფარგლებში საუბრის
“ამ დონის ღონისძიება ხუთი წლის განმავლობაში ერთხელ ტარდება, 100-ზე მეტი ქვეყანა პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზეა წარმოდგენილი და უნიკალური შესაძლებლობაა კოლეგებთან შეხვედრების, კომუნიკაციის და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში ვიზიტით ყოფნისას განაცხადა.
„შესაძლებლობა მექნება, როგორც კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრების, ასევე კონფერენციის ფარგლებში საუბრის. ასევე, კოლეგების წინაშე სიტყვით გამოვალ იმ თემატიკაზე, რაზეც კონფერენცია ტარდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი მხრიდან, ქართული გადმოსახედიდან იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.