აშშ-ში, საწვავის ქარხანაში აფეთქება მოხდა
აშშ-ში, ნებრასკას შტატის ქალაქ ფრიმონტში, საწვავის ქარხანაში აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქარხანა ამჟამად საწვავის კომპანია Horizon BioFuels-ს ეკუთვნის.
„სამხრეთ ფრიმონტში მომხდარი მასშტაბური აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ… აფეთქების შედეგად შენობის ყველაზე მაღალი ნაწილის სახურავი ჩამოინგრა, რომლის სიმაღლეც რამდენიმე ასეული ფუტი იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია, ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ.