„ვახტანგ ჯავახაძე იუბილარია – „უცნობის“ ავტორი 93 წლისაა“…

29 ივლისი პოეტ ვახტანგ ჯავახაძის დაბადების დღეა. ლიტერატორი თამარელა წოწორია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„ვახტანგ ჯავახაძე იუბილარია, „უცნობის“ ავტორი 93 წლისაა!!!
„უცნობს“ მურმან ლებანიძემ „მოულოდნელი წიგნი“ უწოდა.
ტარიელ ჭანტურიამ – „უცნაური რომანი“ და განმარტა: ვახტანგ ჯავახაძემ გენიალური ქართველი პოეტი ხელიდან გამოსტაცა ჯალათ დროსა და მედროვეებს და შექმნა აპოლოგიის თანამედროვე კლასიკური ნიმუშიო.
– ვახტანგ ჯავახაძის „უცნობმა“ წმინდა ტაძარში შეგვიყვანა, – ეს მეტაფორა გურამ დოჩანაშვილს ეკუთვნის.
– ვახტანგ ჯავახაძემ შექმნა ქართული ბიოგრაფიული რომანის მშვენება – წიგნი გალაკტიონ ტაბიძის გენიის ანატომიაზე, – ეს უკვე ბესიკ ხარანაულის სიტყვებია.
– თქვენ თვითონ თუ იცით, რა გენიალური წიგნი დაწერეთ? – ჰკითხა ავტორს თენგიზ აბულაძემ, რომელიც აპირებდა რომანი ეკრანზე გადაეტანა.
მეც დიდ მადლობას გწირავთ „უცნობისთვის“,  თქვენი შემოქმედებისთვის, „ელეგიისთვის“…
დღეგრძელობას გისურვებთ, ძვირფასო ბატონო ვახტანგ“, – წერს თამარელა წოწორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები