თელავში ავარია მოხდა – მძიმედ დაშავდა ერთი პირი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, 50 წლამდე კაცი მძიმედ დაშავდა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება
სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები