სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს პრეზიდენტის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტსა და ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცების გზებს. მაიკლ ჰიგინსმა ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები