გოგი თოფაძე: მე ჩემი ჰობი მაქვს და მინისტრობა არ მინდა, თუმცა შვილები მყავს და მათზე ვიფიქრებდი

“მე გამსახურდიას დროიდან მთავაზობდნენ მინისტრობას, ახლა ვარ 76 წლის და მაქვს ჩემი ჰობი, ამიტომ მინისტრად ჩემს შვილს ვისურვებდი”,-ამის შესახებ „მრეწველების“ ლიდერმა, გოგი თოფაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
თოფაძეს მინისტრთა კაბინეტის დღევანდელი შემადგენლობა მოსწონს, თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მინისტრის პოსტს საკუთარი შვილისთვის გაიმეტებდა.
“ზურა ტყემალაძე მშვენიერი მინისტრი იქნებოდა. სოფლის მეურნეობის მინისტრს ვაკრიტიკებთ იმის გამო, რომ უცხოეთიდან შემოდის მავნე პროდუქტი.
მე გამსახურდიას დროიდან მთავაზობდნენ მინისტრობას, ახლა ვარ 76 წლის და მაქვს ჩემი ჰობი, მიყვარს ნადირობა, თევზაობა, მაგრამ მყავს შვილები, რომლებიც საკმაოდ კვალიფიცირებულები არიან და კარგად გაართმევდნენ თავს მინისტრის პოსტებს“,- განაცხადა გოგი თოფაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები