“მემორანდუმი მისაღებია, თუმცა ის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის უნდა გაფორმდეს”

„მუდმივად ვინც ერთმანეთთან კონფლიქტში არიან, ესაა ორი პოლიტიკური ძალა, ამიტომ მიმაჩნია, რომ მემორანდუმი მათ შორის უნდა გაფორმდეს“, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ეროვნული ფორუმის“ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა.
ვახტანგაშვილი ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებულ მემორანდუმს „კეთილშობილურ საქციელს“ უწოდებს, თუმცა „ეროვნული ფორუმის“ მხრიდან მემორანდუმზე ხელისმოწერის აუცილებლობას ვერ ხედავს.
“მემორანდუმი ცუდი ინიციატივა არაა და კეთილშობილური საქციელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაძაბულობა მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში არის ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის, ესენია „ნაციონალური მოძრაობა“ და “ქართული ოცნება“, ამიტომ ვფიქრობ, რომ მემორანდუმზეც ამ ორი პოლიტიკური სუბიექტის ხელმოწერა უნდა იყოს. რაც შეეხება „ფორუმის“ ხელმოწერას, ამაზე უფრო მარტივად მაშინ ვისაუბრებ, როცა მემორანდუმის ტექსტს ვნახავ.
.„ეროვნული ფორუმი“ ყოველთვის იყო კონსტიტუციურ წესრიგზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა და მას არ სჭირდება ამის მემორანდუმით დადასტურება“,-განაცხადა ვახტანგაშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები