“ეროვნული ფორუმის” გამარჯვების შემთხვევაში კახა შარტავა პრემიერ-მინისტრი იქნება

თუ „ეროვნული ფორუმი“ არჩევნებში გაიმარჯვებს, პრემიერ მინისტრი კახა შარტავა იქნება.
ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ეროვნული ფორუმის“ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა.
ვახტანგაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების თხოვნის საპასუხოდ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ასახელებს. „ფორუმის“ გამარჯვების შემთხვევაში, ვახტანგაშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ასეთ შემადგენლობას მივიღებთ:
“პრემიერ-მინისტრი კახა შარტავა, ჯანდაცვის მინისტრი გიორგი ხეჩინაშვილი, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე თემურ მაისურაძე, რაც შემეხება მე, არ გამოვრიცხავ დევნილთა სამინისტროს“,-განაცხადა ვახტანგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პოლიტიკურ პარტიებს სთხოვა, არჩევნებამდე გამოაქვეყნოს, გამარჯვების შემთხვევაში, ვინ დაიკავებენ მინისტრების ადგილებს მათი პოლიტიკური პარტიიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები