“ეროვნული ფორუმი” ყოფილ თანაგუნდელებს დახურულ შეხვედრას სთავაზობს

ყოფილი პარტნიორები თუ საჯარო სივრცეში არ იკამათებენ და არ დაასხამენ მათ წისქვილზე წყალს, ვის წინააღმდეგაც ვიბრძოდით, უკეთესი იქნება.  ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ გორის მუნიციპალიტეტის კანდიდატმა, სოსო ვახტანგაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვახტანგაშვილმა ყოფილ თანაგუნდელებს „ფორუმის“ შეთავაზება დღეს „კვირას“ პრესკლუბიდან გააცნო.
“დავით უსუფაშვილი, კახა შარტავა, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია უკეთესია, თუ ერთმანეთს პრივატულად, არასაჯარო სივრცეში შეხვდებიან და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდებიან, რადგან უნდა გავუფრთხილდეთ ამომრჩევლის ინტერესებს. ამომრჩევლის ინტერესში არ შედის იმ ძალის მოძლიერება ამ კონფლიქტზე და კინკლაობაზე, რომელთა წინააღმდეგაც ვიბრძოდით 2012 წელს“,-განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა.
ვახტანგაშვილმა განმარტა, რომ შეხვედრის მიზანი არანაირად არ გულისხმობს ახალი კოალიციის შექმნაზე საუბარს.
„ჩვენ გვყავდა ერთი ამომრჩეველი 2012 წელს და ის ამომრჩეველი იყო მომართული გამარჯვებისთვის, სწორედ ამ ამომრჩეველს უნდა ვცეთ პატივი და თუკი არსებობს რაიმე დაპირისპირების მიზეზი ან საფუძველი, უნდა აღმოიფხვრას დახურულ სივრცეში და არა საჯაროდ. არის ერთი ძველი ქართული ანდაზა, ჩხუბის დროს ისეთი რაღაც არ უნდა აკადრო ადამიანს, რომ შერიგების დროს შეგრცხვეს“, – განაცხადა ვახტანგაშვილმა.
შეთავაზება გუშინ გუბაზ სანიკიძის მხრიდან გაჟღერდა , რომელიც დღეს პარტიის სახელით „კვირას“ პრესკლუბში სოსო ვახტანგაშვილმა გაახმაურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები