მოსწავლეთა ნაწილს შესაძლოა, მე–12 კლასში სწავლის ვალდებულება მოეხსნას

“ჩვენი სურვილია, იმ მოსწავლეებს, რომლებიც უმაღლესში სწავლის გაგრძელებას არ გეგმავენ, მე–12 კლასში სწავლის ვალდებულება მოეხსნათ”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტროს სურვილია, ის მოსწავლეები, რომლებიც უმაღლესში სწავლის გაგრძლებას არ გეგმავენ, მე-12 კლასში სწავლისგან გათავისუფლდნენ.
“მე–12 კლასი რჩება. ჩვენთან მოთხოვნა არის ბოლონიის პროცესის, რომ უმაღლესში ვინც მიდის, მათ უნდა ჰქონდეთ 12 წელი ნასწავლი აუცილებლად. თუმცა, ჩვენი სურვილი არის, რომ ვინც არ მიდის უმაღლესში, იმას ეს სავალდებულო 12 წელი მოეხსნას. ამის მსურველები არიან. ჩვენ ვაპირებთ, რომ პროფესიულის პოპულარობა გავზარდოთ და უამრავი ხალხი წავა პროფესიულში, მე გაძლევთ ამის პირობას”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები