გალში კაზაკების დანაყოფები გამოჩნდნენ
ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ხელისუფლება უსაფრთხოების ახალ ნორმებს აწესებს. გალის რაიონში კაზაკების დანაყოფები გამოჩნდნენ. რუსული მედიასაშუალებები ფაქტს სოჭის მოახლოებულ ოლიმპიადასა და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას უკავშირებენ. ანალოგიურ ინფორმაციას ფლობენ თბილისშიც.
კაზაკების განლაგებამდე, კრემლმა აფხაზეთში რუსული სასაზღვრო ზონაც გააფართოვა. ფსოუდან გაგრის მიმართულებით თვითნებურად გადმოწეული ზონა უკვე გახდა საერთაშორისო საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი.