პაატა ბურჭულაძე: მერაბ მეტრეველი არ იყო კმაყოფილი ამ გაერთიანებით
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მერაბ მეტრეველი პარტიის “ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანთან” გაერთიანებით უკმაყოფილოა. როგორც ბურჭულაძემ “პირველის” ეთერში აღნიშნა, რომ მეტრეველს არჩევნებზე პარტიის დამოუკიდებლად გასვლის სურვილი ჰქონდა.
“ჩვენ მერაბთან საუბარი გვქონდა, ის არ იყო ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი. მას სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა. ეგონა, რომ ჩვენ ვიქნებოდით მარტო, მაგრამ მე არ შემიძლია კარი დავუხურო იმ ადამიანებს, ვისაც უნდა საქართველოსთვის კარგი და სურს, რომ წინ წავიდეს ქვეყანა”, – აცხადებს ბურჭულაძე.
ამასთან, პლატფორმის ლიდერმა უარყო, რომ მერაბ მეტრეველმა პარტია დატოვა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა.