პაატა ბურჭულაძის პარტია და ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკი გაერთიანდა

”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე “სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
“დღეს შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა – “პაატა ბურჭულაძე “სახელმწიფო ხალხისთვის”. დღეს ჩვენ შემოგვიერთდნენ კოლეგები, რომლებიც აქამდე ჩვენი ოპონენტები იყვნენ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, ახალი პოლიტიკური გუნდი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობის ცხოვრებას შეცვლის.
“ჩვენ იმედის თვალით თვალით შემოგვცქერის საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, ვისაც უჭირს. ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ მათ ცხოვრებას შევცვლით უკეთესობისკენ არა ოთხი წლის შემდეგ, არამედ პირველივე თვეებში ისინი იგრძნობენ ამას. ჩვენი კარი ღიაა ყველასათვის, ვინც იზიარებს ჩვენს ხედვებს“, -განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პაატა ბურჭულაძემ ”გირჩის”, ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”ახალი საქართველოს” ბლოკთან შეხვედრა გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები