პაატა ბურჭულაძე: ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ხალხმა დატოვა ეს პარტია
„მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ხალხმა დატოვა ეს პარტია”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ლიდერი პაატა ბურჭულაძე მისი პარტიიდან წევრების წასვლას.
ამასთანავე, პაატა ბურჭულაძემ სხვა თანაპარტიელებსაც მოუწოდა, რომ თუ მათ არ მოსწონთ პარტიის პოლიტიკური ხედვა, პარტია დატოვონ.
„მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ხალხმა დატოვა ეს პარტია. ასეთმა ხალხმა უნდა დატოვოს პარტია და რაც მალე მოხდება ეს, უკეთესია. მოვუწოდებთ ჩვენი პარტიის წევრებს, თუ არ მოსწონთ ჩვენი პარტიის ხედვა, ჩვენი პარტიის სვლა და აზრები, დაგვტოვონ, წავიდნენ და გაგვათავისუფლონ, მე ძალიან მოხარული ვიქნები“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
დღეს პაატა ბურჭულაძის მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” პარტიის ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ პინაიშვილმა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პაატა ბურჭულაძის პარტია ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა და ნავთლუღის მე-10 საარჩევნო ოლქის შტაბის ყოფილმა უფროსმა იოსებ ხიმშიაშვილმა დატოვეს.