პაატა ბურჭულაძესა და “გირჩის” წევრებს შორის მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს

პაატა ბურჭულაძეს, “ახალი საქართველოსა” და “გირჩის” წევრებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა უკვე ერთია საათია, მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ბურჭულაძის პარტია, “გირჩთან”, “ახალი მემარჯვენეებსა” და “ახალი საქართველოსთან” გაერთიანებას.
შეხვედრას მამუკა კაციტაძე, გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე ესწრებიან.
“პირველი, რაც მე შევთავაზე ყველას, ეს იყო, რომ გავერთიანდეთ, ვისაც უნდა საქართველოს გადარჩენა დღევანდელ დღეს რაც ხდება, იმისგან. დღეს გვაქვს კონსულტაციები და ცოტა ხანში მოგახსენებთ რეზულტატს”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ”გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მოხდეს პროდასავლური ძალების გაერთიანება. “ეს არ იქნება არავის წინააღმდეგ გაერთიანება, ეს იქნება კონკრეტული ხედვის გარშემო გაერთიანება – NATO-სა და ევროკავშირისკენ გზა”,-განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები