გონიოში დაკარგული სამხედროების ძებნა თურქულ მხარესთან თანამშრომლობით განახლდა

გონიოში დაკარგული სამხედროების ძებნა შავ ზღვაში, თურქულ მხარესთან თანამშრომლობით განახლდა.
როგორც ადგილზე გადაწყდა, თურქული გემის დახმარებით, რომელსაც სპეციალური აღჭურვილობა აქვს, შეეცდებიან ლოკაციის დადგენას, სადაც სამძებრო-ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გონიოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჩავიდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვიპოვოთ ბიჭები. ამ თურქულ გემს აქვს სპეციალური აღჭურვილობა, სპეციალური კამერები და, ვფიქრობ, ძალიან სწრაფად მოხდება ლოკაციის დადგენა. მთავარია, დადგინდეს ლოკაცია და დაეშვებიან ჩვენი ბიჭები“, – მიმართა პატარაძემ დაკარგული სამხედრო კურსანტების ოჯახის წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები