პირველად,  „მწვანე ოსკარი“  საქართველოსთვის…

წელს, საქართველომ, პირველად, „მწვანე ოსკარი“ მოიპოვა. ალექსანდრე რუხაია ის ადამიანია, რომელმაც ინგლისიდან ჩვენს ქვეყანაში ბუნების კონსერვაციისთვის გაწეული საქმიანობისთვის ჯილდო ჩამოიტანა. რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში და რა გეგმები აქვთ ორგანიზაცია „საბუკოს“ წარმომადგენლებს, ჩვენი პერსონა ალექსანდრე რუხაია მოგვიყვება…13866739_1358110457550892_1189109073_n

 – ჩემი ჩართვა ამ საქმიანობაში, სპონტანური გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 2010 წელს, მეგობრები მყავდა სტუმრად უცხოეთიდან, ბიოლოგები იყვნენ. პირველად მათთან ერთად გავედი ველზე,  ფრინველების დასაკვირვებლად, აღმოვაჩინეთ რიგი პრობლემები, რისი გადაწყვეტაც აუცილებელი იყო. თუმცა ეს ის პერიოდია, როდესაც სათანადო ყურადღება არ  მახვილდებოდა ამ საკითხებზე, ამიტომ იყო  ან ორგანიზაციების, ან ადამიანების ჩარევა საჭირო. გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა ოფიციალური ორგანიზაცია, რის საფუძველზეც დავიწყებდით ორგანიზებულ მოქმედებას. 2010-დან დღემდე მიმდინარეობს ეს პროექტი, უშუალოდ კონსერვაციის კუთხით. ჯერ დავიწყეთ აჭარის რეგიონში და მერე გავფართოვდით. ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გავშალეთ. დღეს გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი: კახეთში წითელი ნუსხის სახეობის კონსერვაცია, ესაა ბექობის არწივი. აჭარის რეგიონში გადამფრენ-მტაცებელთა კონსერვაცია, სადაც წელიწადში უკანონო ნადირობის საფუძველზე დაახლოებით 20 ათასამდე ფრინველი კვდება და სხვადასხვა საგანმანათლებლო და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიება.13884395_1358110427550895_555341535_n
– როგორ მიმდინარეობს უშუალოდ კონსერვაციის სამუშაოები?
– პირველი რიგში, რასაც ორგანიზაცია „საბუკო“ აკეთებს, ესაა – ვიკვლევთ ადგილობრივად პრობლემებს გარემოს დაცვის კუთხით. კვლევის საფუძველზე ვადგენთ პრიორიტეტთა ნუსხას და შემდეგ ვგეგმავთ კონსერვაციის ღონისძიებებს. რა საფეხურებია საჭირო იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს, რა პერიოდი დასჭირდება ამის მოგვარებას. არის პრობლემები, რომლებსაც ერთ წელიწადში მოაგვარებ, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც უფრო მეტ ჩარევას და ყურადღებას მოითხოვს. ეს უფრო შორეულ გეგმებზეა გათვლილი…13875071_1358110460884225_748469703_n
– თქვენთვის რამდენად საინტერესო აღმოჩნდა და რომელ ფრინველებთან გქონიათ შეხება?- საქართველოში ფრინველების დაახლოებით 400-მდე სახეობაა. მათ შორის 5 ენდემურია. ჩემთვის მაინც ყველაზე საყვარელი ფრინველია ის, რომელიც ჩვენს ლოგოზეა გამოსახული, ესაა – კავკასიური შურთხი. მისი დანახვა არც ისე ადვილია, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. მისი გავრცელების ადგილია ალპური ზონა, მყინვარები. ფართოდ არის გავრცელებული ყაზბეგზე, სვანეთში და ეს ისეთი ადგილებია, რომლებიც მისადგომად ძალიან რთულია. ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს მისი დანახვა. ამიტომაა ალბათ, რომ მოხიბლულები ვართ ყველა ამ სახეობით.
– საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ თანამშრომლობთ?13884515_1358110447550893_316751504_n
– ჩვენი ორგანიზაცია „საბუკო“ გახლავთ ორგანიზაცია Birdlife international-ის პარტნიორი და წარმომადგენელი საქართველოში. სწორედ ამ ორგანიზაციის დიდი მხარდაჭერა გვაქვს იმ აქტივობების განსახორციელებლად, რომელ ღონისძიებებსაც ვახორციელებთ ამ წლების განმავლობაში
– არის პროექტი, რომელიც უკვე განხორციელდა და შედეგი აქვს, თუ ჯერ მხოლოდ მიმდინარე პროექტებია?
– ყველა პროექტი, რომელიც ამ წუთას ხორციელდება არის მიმდინარე. ორგანიზაციის შექმნიდან დღემდე მიმდინარეობს. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არ არის პრობლემები, რომლებიც ერთ და ორ წელიწადში მოგვარდება. ეს არის პრობლემა, რომელიც გათვლილია უფრო დიდ პერიოდზე და შედეგებს დღეს და ხვალ ვერ გვაჩვენებს, ამას მივიღებთ უფრო მოგვიანებით. თუმცა, ეს აუცილებელი ღონისძიებებია, რომელიც უნდა გატარდეს.
– ვიზიტი ინგლისში და „მწვანე ოსკარი“ საქართველოსთვის…13706258_1358110437550894_753098301_n
– კონსერვაციის პროექტი (რომელიც აჭარის რეგიონში 2008 წლიდან მიმდინარეობს, ჩემი ჩართულობით კი 2010-დან.) საკმაოდ წარმატებულია. სწორედ ამ წარმატებამ განაპირობა, რომ ჩვენ ამ პროექტისთვის მივიღეთ ჯილდო. ეს ჯილდო საკმაოდ პრესტიჟულია, რომელსაც მეორენაირად „მწვანე ოსკარს“ უწოდებენ.  დაახლოებით 130 ქვეყანა მონაწილეობდა, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამდა ამ ჯილდოს მიღებისთვის, მაგრამ მხოლოდ 7-მა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომ შეძლო ჯილდოს მოპოვება. ეს არ არის ჩემი პირადი ჯილდო, ეს არის ორგანიზაციის დამსახურებისთვის, ანუ ორგანიზაციის ჯილდო, რომელიც გადმომეცა უშუალოდ მე და  ჯილდო გადმოგვცა დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის ოჯახმა.
– ვინ ატარებს ამ კონკურსს?13706263_1358110430884228_676123752_n
– კონკურსს ატარებს ორგანიზაცია Whitley fund for nature, რომელიც უშუალოდ კოორდინირებს და აწესებს ამ ჯილდოს და თვითონ ღებულობს გადაწყვეტილებას, ვინ ჩასვას კანდიდატთა სიაში. საბოლოოდ კი, ვინ შეარჩიოს ჯილდოს მფლობელად. საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი და „მწვანე ოსკარი“ პირველად მიიღო.
– პროფესიით ვინ ბრძანდებით და იქცა თუ არა ორგანიზაციის საქმიანობა თქვენთვის პირველ პროფესიად…
– ჩემი პროფესია არ ყოფილა ბიოლოგია და არც გარემოს კონსერვაციასთან  მქონია შეხება. დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობები. გარდა ამისა, საერთაშორისო პოლიტიკა და ისტორიული. ამიტომ ჩემთვის ეს მაინც ძალიან დიდი სიახლე იყო, მაგრამ ის ფაქტი, რამაც განაპირობა ჩემი ამ საქმიანობაში ჩართვა, იყო იმ პრობლემების დანახვა ჩემივე თვალით მაღალმთიანეთში, რაც  2010 წელს დავინახე. სწორედ ამან განაპირობა ჩემი ჩართულობა და მოტივაციის გაღვიძება. რის გამოც გადავწყვიტე ამ ორგანიზაციის დაფუძნება, ამ საქმიანობის წარმოება და იმ ქსელის ჩამოყალიბება, რითაც დღეს უკვე ძალიან ვამაყობთ და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.
– თუმცა საერთაშორისო ურთიერთობები გარკვეული კუთხით დაგეხმარებათ…13866877_1358110417550896_395940812_n
– რა თქმა უნდა, მეხმარება, იმიტომ რომ ეს ის სფეროა, რომელიც ძალიან ზოგადია და ბევრ სხვა სფეროს მოიცავს. ამიტომ საქმიანობის განხორციელებაში და უშუალოდ პარტნიორების მოკრებაში ძალიან მეხმარება. ის თვისებები, ცოდნა, რაც მომდინარეობს ჩემი პროფესიით, ძალიან მეხმარება ამ საქმიანობის განხორციელებაში.
– რამდენად  არიან ჩართულნი მოხალისეები  თქვენს პროექტებში?
– ჩვენ სანამ ბაზირებული ვიყავით აჭარის რეგიონში, იქაც  მოხალისეების ჩართულობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო. თუმცა, 2015 წლის დასაწყისიდან სათავო ოფისი თბილისში გადმოვიტანეთ. აქ უფრო იგრძნობა ჩართულობა, უფრო მეტი მოტივაციაა ახალგაზრდებში. უნდათ, რომ გარემოს დაცვითი კუთხით რაღაც გააკეთონ და თავის წვლილი შეიტანონ. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მომავალი პროექტი დავაანონსეთ, 40 გაზიარება აქვს და 5 ათასმა ადამიანმა უკვე ნახა. ეს მიგვანიშნებს, რომ ჩართულობა და ინტერესი ამ სფეროს მიმართ ძალიან დიდია. სიმართლე გითხრათ,13884489_1358110434217561_727360800_n ძალიან ბევრი მსურველი გვყავს და წელს ყველას ვერ ავიყვანთ მოხალისედ, თუმცა ვინც ვერ მოხვდება ამ სეზონში, დავიტოვებთ მონაცემებს და სხვა პროექტში მოხდება მათი ჩართვა.
– სამომავლო გეგმები…
– გეგმები, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმ პროექტების გაძლიერებას, რაც დღეს მიმდინარეობს. გვსურს პროექტების ტერიტორიების გაზრდა, რომ უფრო მასშტაბურად განვახორციელოთ და უფრო დიდი არეალი მოვიცვათ. გვინდა  სახეობათა რაოდენობა გავზარდოთ და ვმუშაობთ კონსერვაციის კუთხით. ასევე დიდი სურვილი გვაქვს, დაცულ ტერიტორიებზე და უშუალოდ ფრინველთა გავრცელების საკითხებზე ვიმუშაოთ…

ნინო ჯაჯანიძე

 

13866898_1358110414217563_2016787020_n

13682585_1358110424217562_1558605664_o

13883875_1358110410884230_24576117_n

13672564_1358110454217559_1669252713_n

13874553_1358110420884229_704225804_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები