პუტინმა უკრაინაში კონფლიქტის სწრაფი მოგვარების პირობა დაასახელა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტი ბუნებრივი გზით სწრაფად გადაწყდება, თუ კიევი ანკორიჯში განხილულ კომპრომისებს დათანხმდება.
„რუსეთი მზადაა მიიღოს ანკორიჯში განხილული კომპრომისები. უკრაინაც უნდა დაეთანხმოს ამ კომპრომისებს და კონფლიქტი სწრაფად მივა თავის ბუნებრივ დასკვნამდე“, – აღნიშნა პუტინმა.