უსაზღვრო სივრცე, რომელსაც ეკა ფერაძის ნამუშევრების ხილვისას შეიგრძნობ…

ნახატი, რომელიც რეალური სამყაროს შეგრძნებას გავიწყებს და საკუთარ, ეკა ფერაძის სამყაროში გადაგიყვანს… ფერები, რომელიც პირველად ქართველი მხატვარის ფუნჯით იბადება და განუსაზღვრელ სივრცეში საკუთარ ადგილს იკავებს… გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვარი, ეკა ფერაძე „პერსონას“ სტუმარია. როგორია მისი სამყარო, სად იქმნებიან ეკა ფერაძის ნამუშევრები და 3D ნახატებთან ერთად, ახლიდან დაწყებულ სიცოცხლეზე მოგვიყვება.13705311_1351373241557947_1540845388_n
– ხატვა ჩემი საკუთარი სამყაროა. ხატვის დროს სხვაგან ვმოგზაურობ, სადაც მხოლოდ მე და ჩემი სამყაროა. სხვა სამყაროს ადგილები, სადაც მე ვმოგზაურობ, მინდა ხატვით დავანახვო მნახველს. შესაძლოა, ის სამყარო ყველასთვის მოსაწონი არ იყოს, მაგრამ მე ძალიან მომწონს.
მსურს ჩემი ხატვით გამოვხატო და ვთქვა, რომ კაცობრიობის დიდმა ნაწილმა ცხოვრების არასწორი განვითარება აირჩია. არ მგონია, ვინმეს სურდეს ტკივილით ცხოვრება. იქ, სადაც მე ვმოგზაურობ, მხოლოდ სიყვარულია.
–  რა მოგცათ სხვა ქვეყანაში ცხოვრებამ, შემოქმედებითი კუთხით…
– ადამიანი რაც უფრო მეტს ურთიერთობს სხვა ქვეყნის კულტურასთან, ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის ხდება საკუთარი თავის განვითარება. უფრო ფართო მასშტაბებით მოღვაწეობ. საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი შესაძლებლობებისთვის პატარა აღმოჩდა. ფაქტობრივად, ჩავიკეტებოდი, რაც საკმაოდ რთულია შემოქმედისთვის.
სხვა ქვეყანა ბევრ შემთხვევაში გიჩვენებთ მრავალ გზას, ბევრს სწავლობ, თუ როგორ უნდა გახდე წარმატებული, რა უნდა აკეთო ამისთვის, რას აქვს მნიშვნელობა ცხოვრებაში და ა.შ. ჯერ არ შემხვედრია ადამიანების, ან რომელიმე ქვეყნის განვითარებული მოსახლეობის სულიერი სამყარო ისეთი მ13819561_1351373194891285_497797257_nაღალი ჰქონდეს, როგორც ქართველს აქვს. მერწმუნეთ, შორიდან ეს კარგად ჩანს და ბევრი ფაქტებიც არსებობს. კი, გასაგებია ბევრი ტკივილია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ის ტკივილები არაფერია, რასაც სხვა ქვეყნები გადიან და თუნდაც საკმაოდ განვითარებული ქვეყნები. მაგალითად, გერმანია… მე ვერ ჩავთვლი ამ ერს ბედნიერად. შესაძლოა, ბევრმა თქვას, შენ რა გენაღვლება, აბა, აქ იყავი და მერე სხვანაირად ისაუბრებ… საქართველოში ვცხოვრობდი, ხშირად ჩამოვდივარ და მაქვს შედარების საშუალებაც. მე ასე დავინახე და ასე ვხედავ…
–  როცა პირველად თქვენი ნამუშევრები წარუდგინეთ დამთვალიერებელს, სად მოხდა და რა ემოციები დაგეუფლათ?..
– პირველი გამოფენა ბერლინის ერთ-ერთ გალერეაში მქონდა. გამოფენის მოწყობა ყველგან ძალიან რთულია. საჭიროა საკმაოდ მაღალი ხარჯები, რაც ჩემთვის ყველაზე არასასიამოვნოა, ძირითადად, არავის აინტერესებს, რა დახატეთ, საინტერესოა მათთვის სახელი. საბედნიეროდ, ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ, ჩემს შემოქმედებაში ჩემი სიტყვა ვთქვა. ეს გამომდის კიდეც. ჩემი ნამუშევრების სილამაზის გამო, ბევრი გამოფენა მოეწყო. შესაძლოა, ბევრს არ მოსწონდეს ჩემი შემოქმედება, მრავალი კრიტიკოსი არსებობს, მაგრამ მე მხოლოდ ფაქტებს დავეყრდნობი და ის, რაც მე შევძელი ჩემს აზროვნებაში და ჩემ გარშემო, კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ მაქსიმუმზე ვარ მისული. ყოველ დღე მსოფლიოს გალერეებიდან შემოთავაზებები მომდის და უნდათ მათ გამოფენებში მონაწილეობა მივიღო. ეს ჩემთვის წლების წინ წარმოუდგენელი იყო…
–  3D ნახატები და ერთი ისტორია რამდენიმე ტილოზე…
– ჩემი 3D ნახატების ხატვის დაწყ13815174_1351373251557946_1998642354_nებას საკმაოდ საინტერესო და ძვირფასი ისტორია აქვს. 2013 წლის 13 მაისში დავიწყე. საქართველოდან გერმანიაში ვბრუნდებოდი. გამოფრენის წინ მე და ჩემმა მეუღლემ მეგობარი მოვინახულეთ, ავტომობილი უნდა მიგვეყვანა სახლში და აეროპორტში მივსულიყავით. ამ დროს დაიწყო ძლიერი წვიმა და ავტომობილით წყალში ჩავიძირეთ. სახლამდე ვერ მივაღწიეთ. ჩემმა მეუღლემ საკუთარი თავი და მე, სიკვდილს ხელიდან გამოაცალა. ჩაძირული ავტომობილიდან გამომიყვანა და გამოვცურეთ. სახლში ფეხით მივედით. მე გერმანიაში გამოფრენა მინდოდა, ბავშვები მელოდებოდნენ. თუმცა, გადავწყვიტეთ, დავრჩენილიყავით და ის ახალი დაბადება აღგვენიშნა. მე გადავწყვიტე და ჩავთვალე, რაღაც ახალი დამეწყო და ჯერ კიდევ სველმა ავიღე ფუნჯი და 3D ნამუშევრის ხატვა დავიწყე. ეს იყო ის დღე, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. ბევრი რამ ვისწავლე და 3D ნამუშევრებმა უდიდესი წარმატება მომიტანა.
– „ცოცხალი“ ნახატები, რომლებიც რამდენიმე თვე ცოცხლობს… ძირითადად, რა სურთ ხოლმე დამკვეთებს…
– მე საკმაოდ ბევრ საკუთარ გზას მივაგენი ნახატებში. თითქმის ყველა მიმართულება მოსწონთ. თუმცა, გამოფენებზე გალერეები ყოველთვის ახალს, ზუსტად 3D ნამუშევრების  წარდგენას მთხოვენ. მინდა გითხრათ, რომ ეს არ მაკმაყოფილებს. რამდენიმე წელია ვმუშაობ, ხელოვნებაში ახალ სიტყვაზე. ვიცი, რომ გამომივა და შევძლებ. ქართველი დამთვალიერებელი და მკითხველი აუცილებლად გაიგებს ამის შესახებ…
–  ილუზიამ, რომელსაც ნახატებით ქმნით, დიდი დაინტერესება გამოიწვია. ფიქრობ13820506_1351373254891279_373782893_nთ თუ არა ხატვისას, რომ მან მნახველის ინტერესი უნდა გამოიწვიოს, ან რაზე ფიქრობთ ხატვის პროცესში?..
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკუთარ სამყაროში ვარ. ჩემს ნახატებს თავიდან ფიქრებში ვხედავ, ძირითადად, ფიქრებში ვხატავ, შემდეგ უბრალოდ ტილოზე გადმომაქვს, რაც ჩემთვის რთული არ არის.
მიზანი იყო და არის, რომ ნამუშევრები დავტვირთო ძალიან მაღალი დადებითი ენერგეტიკით.
ტილოს ვეფერები და ვესაუბრები, ასევე – საღებავებს. ხატვის პროცესში იმ მუსიკას ვრთავ, რა სტილზეც უნდა დავიწყო მუშაობა და შემდეგ სამყაროსთან ერთად შერწყმა ხდება. მერე სიტყვებით ვეღარ ავხსნი  იმ სიღრმეს… როგორც დედამიწა გალაქტიკაში წერტილად არის ქცეული, ასეთ ადგილას ვხვდები. უნდა ნახოთ, რამხელა სივრცე მაქვს იქ და მიხვდებით, რისი შექმნა არის შესაძლებელი. რაცმე  გამიკეთებია, ეს ზღვაში წვეთია, შესაძლებლობები ამოუწურავია ჩემთვის. ალბათ მიხვდებით, რა ბედნიერი ვარ…
–  დაკვეთით იხატება თქვენი ნამუშევრები, თუ ნახატების გამომწვევი მხოლოდ თქვენი მუზაა?
– ჩემი ნახატების 80-9013814627_1351373201557951_679641032_n% ძალიან მალე იყიდება. შეკვეთებზე რიგები მაქვს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ვერ ვასრულებ. აუცილებლად განწყობა სჭირდება. დასამალი არაფერი მაქვს. ხელოვნება ჩემი ცხოვრების წყაროა. ბევრისთვის ოცნებაა, ხელოვნებით იარსებოს, მე ამისთვის საკმაოდ დიდ ბრძოლებს გავდიოდი და დღესაც გავდივარ. ისიც შევძელი ჩემს ცხოვრებაში, რომ არ დაველოდო მუზის მოსვლას, გაგეცინებათ, მაგრამ მე მივდივარ მუზასთან… ვქმნი მუზისთვის პირობებს და ამით თავისუფალი ვარ. აღარც მუზა განაგებს ჩემს სულიერ თავისუფლებას.
–  როგორ ფიქრობთ, რომ არ წასულიყავით საქართველოდან, როგორი შემოქმედებითი წინსვლა ექნებოდა ეკა ფერაძეს?
– მე საქართველოში ავიდგი ფეხი, ჩემი ფესვები საქართველოშია და მე ისევ საქართველოში ვარ. არსად წავსულვარ და ვერც წავალ. ისე ვიქცევი, ბევრმა არც იცის, საქართველოში რომ არ ვცხოვრობ. უბრალოდ ჩემი სხეულის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეში მოხდა, მეტი არაფერი… რაც შეეხება წინსვლას, როგორც გითხარით – საქართველო პატარა სივრცეა ჩემთვის და ვერ დავეტეოდი. უბრალოდ მინდოდა გარეთ გასვლა და ამით შევიძინე ბევრი ცოდნა. ცოდნისთვის, ურთიერთობებისთვის იყო ჩემი გასვლა საჭირო. ახლა სადაც არ უნდა ვიყო, თუნდაც უკაცრიელ კუნძულზე, იქაც გადავრჩები. ადრე ასეთი კომუნიკაციები არ არსებობდა, ახლა კი თანამედროვე ტექნოლოგიებს საკმაოდ კარგად ვიყენებ განვითარებისთვის. გადაადგილება საჭირო აღარ არის, საკმარისია იცოდე ტექნოლოგიებთან ურთიერთობა და აუცილებლად იპოვის გზას ის ადამიანი, ვინც ეძებს. არაფერი რთული არ არის იცხოვრო ისე, როგორც ჩვენ გვინდა.13815132_1351373198224618_1775981804_n
– კორსეტები და ეკა ფერაძის დიზაინი სამოსზე…
– ეს ჩემი საკმაოდ ძველი თემაა. დიახ, იქმნებოდა ჩემი დიზაინით კორსეტები, სიმართლეს ვიტყვი და, ეს საქმიანობაში გადაიზარდა, რომელიც აღარ მსიამოვნებდა. მით უმეტეს, საკმაოდ წარმატებული საქმიანობა იყო მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ მე რაც მინდოდა, ამით ვერ მივიღებდი. ჩემმა პარტნიორებმა დაწყებული საქმიანობა გააგრძელეს. დღესაც, კორსეტს რა ნაჭრითაც ქმნიან – ეკა ჰქვია. ასევე იქმნებოდა საქორწილო კაბები ჩემი დიზაინით. თუმცა, ეს საქმიანობა წარსულს ჩავაბარე.
მითხარით… მსოფლიოს მხატვრების და საქართველოს ისტორიაში ქართველი მხატვრების გვერდით, სადაც – ფიროსმანი, გუდიაშვილია და ეკა ფერაძეს იხილავთ, ეს უფრო ძვირფასი არ არის?
– ქველმოქმედება…
– ქველმოქმედება, ეს ყველა ად13692328_1351373261557945_1387111582_oამიანის ვალია.
არ ვიცი, ვინ რას ეძახის ქველმოქმედებას და რა სახით გამოხატავს. მე, ჩემი საკუთარი სტილი მაქვს შექმნილი.
სიმართლეს გეტყვით, ცოტა არასასიამოვნო სიტყვაა ჩემთვის. ეს უბრალოდ სიყვარულია. ბევრი ქველმოქმედებას მხოლოდ მატერიალური კუთხით ხედავს. ეს ასე არ არის. ქველმოქმედება არის მხოლოდ სიყვარული. საკუთარი თავის სიამოვნება. თუ საკუთარი თავი გიყვართ, სხვაც გეყვარებათ. წარმოიდგინეთ, ნახატს ვხატავ მთელი ენერგიით, ემოციით, ჩემი ცხოვრების დროს ვდებ ამ ნახატში, თუნდაც 1 საათს, მერე ამ ნახატს ვყიდი, ან ვჩუქნი. ვხდი ბედნიერს მას, ვისაც ვჩუქნი და ვინც შეიძენს. ამას კიდევ ბევრი რამ მოყვება. ჩემს შემოქმედებას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, ბევრის სიცოცხლე გადაურჩენია, განუკურნია დაავადებებისგან, სიხარული უჩუქებია, მეგობრობა, ადამიანობა და ასე, რომ გავყვე ეს დაუსრულებლობაში გადავა. მე სიტყვებზე არ ვსაუბრობ. იმ ფაქტებს ვამბობ, რაც საკუთარი თვალით მინახავ.
– რა არის მთავარი მხატვრისთვის…13819580_1351373234891281_1159954328_n

– ჩემთვის მთავარი თბილი ურთიერთობა და სიყვარულია. მეტი არაფერი. მაინც უნდა წავიდეთ ამ სამყაროდან და დავტოვოთ მხოლოდ სითბო, რომ სხვები გათბნენ დანატოვარით…
– როგორი ფერებია თქვენს შემოქმედებით სამყაროში და რას ნიშნავს ეს ფერები…
– სამყაროში უამრავი ფერი არსებობს. თუ ღრმად ჩაუფიქრდებით, შევეცდები, დაგანახვოთ ის ფერი, რომელიც სამყაროში არ არსებობს, ვერც იარსებებს და მე ვაკეთებ მხოლოდ… აქ თქვენ მე მომმართეთ და მხოლოდ ჩემს ფერს გეტყვით. ყველას თავისი ფერები აქვს.
– უბრალოდ დაგანახვებთ…
– წარმოიდგინეთ პალიტრა საღებავებით, 3-4 ფერით. ჩემი ფუნჯით გადავურიე ერთმანეთში, ავიღე ეს ფერი და გადავიტანე ტილოზე, თუნდაც უბრალოდ ხაზი გაუსვი. ის ფერი, რომელიც მე ტილოზე დავიტანე, უბრალოდ არ არსებობს, მეორე – მხოლოდ მსგავსი ფერი არსებობს. ის ფერი, წარმოიდგინეთ, და გაიტანეთ გალაკტიკაში, დაიკარგება, მსგავსი არ არსებობს. იმის ავტორი სამყაროში, მე ვარ მხოლოდ და მე ვარ ამ ფერის შემქნელი. მგონი, კითხვაზე – რას ნიშნავს ეს ფერი, მიხვდებით, რასაც ნიშნავს…

ნინო ჯაჯანიძე

13815132_1351373198224618_1775981804_n

13820686_1351373221557949_142211942_n

13820799_1351373208224617_1140106332_n

13823657_1351373218224616_991404688_n

13819840_1351373224891282_504785661_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები