2016 წლის ივნისი მეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო

2016 წლის ივნისი მეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. ამის შესახებ აშშ-ის ატმოსფერული და ოკეანური კვლევების სამმართველო იუწყება.
პლანეტის საშუალო ტემპერატურამ ივნისში 16,4 გრადუსი შეადგინა, რაც მე-20 საუკუნის წინა წლების ივნისის თვეების ტემპერატურაზე 0,9 გრადუსით მეტია.
მეცნიერების ინფორმაციით, ტემპერატურის მატება ნაწილობრივ ადამიანის ზეგავლენის, ნაწილობრივ კი ელ-ნინიოს შედეგად მოხდა. ატმოსფერული მოვლენა ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში ტემპერატურის მატებას იწვევს. მეტეოროლოგები ვარაუდობდნენ, რომ ელ-ნინიოს ეფექტი ორი თვის წინ დასრულდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები