ტელესკოპმა „კეპლერმა“ კიდევ 104 ეგზოპლანეტა აღმოაჩინა

კოსმოსურმა ტელესკოპმა „კეპლერმა“ კიდევ 104 ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. მისი მეშვეობით მზის სისტემის სიახლოვეს 200-ზე მეტი პლანეტის შესწავლა მიმდინარეობდა. ყველაზე დიდ ინტერესს ოთხი პლანეტისგან შემდგარი სისტემა წარმოადგენდა. ეს პლანეტები „წითელი ჯუჯა“ ვარსკვლავის, K2-72-ის გარშემო ტრიალებს. პლანეტები დედამიწიდან 180 სინათლის წლით არის დაშორებული და მათი ზომა დედამიწას 20-50%-ით აღემატება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორი პლანეტა დაახლოებით იგივე რაოდენობის სითბოს იღებს, რასაც დედამიწა. შესაბამისად, მასზე, თეორიულად, სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს.
ტელესკოპი „კეპლერი“კოსმოსში 2009 წელს გაუშვეს. მისი მთავარი მიზანია – მზის სისტემის მიღმა პლანეტების მოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები