რიკოთის გვირაბში მოძრაობა რამდენიმე დღით აიკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გადაუდებელი პროფილაქტიკური (გაწმენდისა და შეღებვის) სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 27, 28, 29 და 30 ივნისს, ღამის 00:00 სთ–დან დილის 07:00 სთ-მდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც გადართული იქნება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები