გიორგი კვირიკაშვილი გერმანული გამოცემების ყურადღების ცენტრში მოექცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გერმანიაში ვიზიტს ცნობილი ადგილობრივი გამოცემები- Süddeutsche Zeitung, Frankfurter Allgemeine Zeitung, Stern” გამოეხმაურნენ.
გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში, სათაურით „მერკელი საქართველოს დროული ვიზალიბერალიზაციის მიღების შესახებ იმედს აძლევს“ (Merkel macht Georgien Hoffnung auf baldige Visaliberalisierung), აღნიშნულია რომ, საქართველოსთვის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის მინიჭება ახლო მომავალში მოხდება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, ვიზა ლიბერალიზაციის დაწესების ერთ-ერთ მთავარი წინაპირობა ევროპარლამენტში ეგრეთწოდებული „შეჩერების მექანიზმის“ შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერონ იმ ქვეყნებს, რომლებიც მას თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით ბოროტად გამოიყენებენ, ნათქვამია სტატიებში.
http://www.stern.de