„მაგდა პაპიძე ტყუპებზე იყო ორსულად და აბორტის გასაკეთებლად იყო წასული“ – რას აცხადებს მოწმე

მაგდას შვილი სასტიკად არ უნდოდა, დიაბეტი მაქვსო და ერთის გაჩენას სიცოცხლე შევწირეო – ამის შესახებ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე მოწმემ, ია ბარამიძემ განაცხადა.
ია ბარამიძის მტკიცებით, მას საუბარი ჰქონდა მაგდა პაპიძის დედამთილთან, რომელმაც უამბო, თუ როგორ მოიცილა ბავშვი, როდესაც ის ორსულად იყო.
“მაგდას შვილი სასტიკად არ უნდოდა, დიაბეტი მაქვსო და ერთის გაჩენას სიცოცხლე შევწირეო. ქუჩაში ორსულსაც რომ ვხედავ, ეკლები მაყრის, ცუდად ვხდებიო, იმხელა ტრავმა დამიტოვა ორსულობამო, – ასე ამბობდა მაგდა, რომელმაც ომარის დაუკითხავად აბორტიც გაიკეთა. ტყუპებზე იყო ორსულად და აბორტის გასაკეთებლად იყო წასული. დარეჯანთან მივედი, ბავშვი კალთაში ეჯდა და ტიროდა, მაგდამ ბავშვი დამიტოვა და აბორტის გასაკეთებლად წავიდაო, ომარმა არ იცისო”, – განაცხადა ია ბარამიძემ.
მისივე თქმით, მაგდა პაპიძის დას, მომხდარი დიდად არ გაკვირვებია.
“ლანა ამბობდა, დედაჩემს 100 დოლარი გამოაგზავნინა და 25 ლარი მიუცია უროშიო. ლანას დიდად არ გაკვირვებია მაგდას მიერ ამის გაკეთება. ახსენა, საყვარელიც ჰყოლიაო. ომარი მაგდაზე სიგიჟემდე შეყვარებული იყო, მაგდა მისთვის ერთადერთი იყო და მისი თანდასწრებით მაგდაზე ზედმეტს ვერავინ იტყოდა, მაგდა მისთვის სიწმინდე იყო. ღალატის შესახებ რომ გაეგო, არ ვიცი, რას იზამდა, არ აპატიებდა”,-განაცხადა ია ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები