ბიძინა ივანიშვილი: დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ გააჩნია

„დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ გააჩნია, ამიტომაც მე დაჟინებით დავუჭერ მხარს მას და მოვუწოდებ მოსახლეობასაც, არ დაემორჩილონ იმ აგიტაციას, რომელსაც ეწევიან ოპოზიციური ძალები და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“, – ეს განცხადება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკში“ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ სწორი მიმართულებით მიდის და მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. „გიორგი კვირიკაშვილი საოცნებო ლიდერია. ქვეყანაში სიდუხჭირეს რაც შეეხება, ამაზე მეტი რაც გაკეთდა, 3-4 წელიწადში ვერ გაკეთდებოდა. ამით სპეკულირება სახიფათოა. პრობლემა არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდაში – ის დაუფარავად ცრუობს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები