ირმა ინაშვილი ალეკო ელისაშვილს – სოსო მანჯავიძე პარტიიდან არ გამიგდია

 „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ალეკო ელისაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ სოსო მანჯავიძე პარტიიდან არ გაუგდია. როგორც ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერზე წერს, მისი და მანჯავიძის ურთიერთობა სხვისი გასარჩევი არ არის. „სოსო მანჯავიძე პარტიიდან არ გამიგდია. ის ნამდვილად იყო გენერალური მდივანი. ჩვენი გზები უბრალოდ გაიყარა. ასეთი რამ ბევრ სხვა პარტიაშიც ხდება. ძველი თანამებრძოლები ერთმანეთს შორდებიან. მეორე – პარტიის ფული მანჯავიძეს არ შეუჭამია. რა ფული უნდა ჰქონდეს პარტიას?! მესამე – ჩემი და მანჯავიძის ურთიერთობა არაა სხვისი გასარჩევი საქმე. ეს ჩვენი საქმეა და ჩვენ ყველაფერი გარკვეული გვაქვს. ის თავის გზაზეა, მე ჩემს გზაზე. ცუდია, როცა ადამიანები სხვათა პირად კონფლიქტს, თუ უთანხმოებას ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ბოროტად იყენებენ. ლაპარაკობ ატამზე? ილაპარაკე ატამზე, რატომ არჩევ იმ საქმეს, შენი საქმე რომ არაა?! და ჩემი სახელით რატომ სარგებლობ? შენი სახელით მიაწექი, თუ მართალი ხარ და მისაწოლია. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ და არც თემას არ გავაგრძელებ”, – წერს ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები