მოსკოვში ლენინის ძეგლი დააზიანეს

მოსკოვის ცენტრში, კლიმაშკინის ქუჩაზე საბჭოთა ბელადის, ვლადიმერ ლენინის ძეგლი დააზიანეს. ის კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაზიანებული ძეგლი, რომლის თავიც ვერ იპოვეს, კომუნალური სამსახურების წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს. მის სიახლოვეს თოკი იპოვეს. ამჟამად ძეგლის დაზიანების ფაქტზე შემოწმება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები