თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლის ტერაქტში „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დაადანაშაულა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში მომხდარი ტერაქტის უკან „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას. მისი თქმით, თურქეთი ტერორისტებთან ბრძოლას გამარჯვებამდე გააგრძელებს. ერდოღანი ამბობს, რომ მსხვილ ქალაქებში განხორციელებული ტერაქტები ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომელსაც ქურთები მიმართავენ.
სტამბოლის ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა შორის 7 პოლიციელი და 4 მშვიდობიანი პირია. 30 ადამიანი დაიჭრა. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად იმართებოდა. აფეთქება ავტობუსის გაჩერებასთან იმ მომენტში მოხდა, როდესაც მას ავტომობილი მიუახლოვდა, რომელშიც პოლიციის სპეცრაზმელები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები