ავღანეთში ამერიკელი ჟურნალისტი დაიღუპა

ავღანეთში ამერიკელი ჟურნალისტი დევიდ გილკი მოკლეს. ის აშშ-ის ნაციონალურ საზოგადოებრივ რადიოზე მუშაობდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გილკი ჰელმანდის პროვინციაში დაბომბვის ქვეშ მოხვდა. მასთან ერთად თარჯიმანიც დაიღუპა. დევიდ გილკი კონფლიქტის ზონებიდან მასალებისთვის არაერთხელ დაჯილდოებულა. ის აშუქებდა ომს ერაყსა და ავღანეთში, ასევე კონფლიქტს ღაზას სექტორში ებრაელებსა და პალესტინელებს შორის. აშშ-ის ნაციონალური რადიო უმსხვილესი არაკომერციული ორგანიზაციაა შეერთებულ შტატებში. ის საინფორმაციო პროგრამებს და შემეცნებით გადაცემებს ამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები