როდემდე გაგრძელდება არამდგრადი ამინდი საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

დღეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. საღამოდან წვიმის ინტენსივობა გახშირდება და მთელი ღამის განმავლობაში იწვიმებს, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 ივნისამდე გაგრძელდება. კვირას, ხანმოკლე წვიმა ელჭექით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება. სინოპტიკოსის თქმით, 7 ივნისს გამოიდარებს და ტემპერატურა 27-დან 29 გრადუსამდე აიწევს. თუმცა, 7 ივნისის შემდეგ ტემპერატურის კლება ისევ მოსალოდნელია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
სინოპტიკოსების პროგნოზით არამდგრადი ამინდი, ხანმოკლე წვიმებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები