განსხვავებული ველოსიპედი, რომელიც ოთახში აუცილებლად უნდა გქონდეთ…

პროფესია, რომელიც თაობებს ითვლის და ხელობა, რომელსაც შემოსავალთან ერთად ესთეტიკური სიამოვნება მოაქვს. გოდერძი თევზაძე ოჯახში მესამე თაობის წარმომადგენელია, რომელიც ხელობას მიყვება და ნამუშევრებში თანამედროვეობა შემოაქვს. მოულოდნელად გაჩენილი იდეა და პოპულარული საყვავილე-ველოსიპედი გოდერძის სავიზიტო ბარათად იქცა…

13285752_1314625271899411_1699869663_n

– პროფესიით ბანკირი ვარ და ამჟამად თბილისში, ბანკში ვმუშაობ. მამაჩემი ხელოსანი, მჭედელია და ბაბუაჩემიც ასევე იყო. მე ამ საქმიანობაში მესამე თაობა ვარ. მამაჩემმა გააგრძელა ბაბუაჩემის საქმე და როცა დრო მაქვს, მეც ვეხმარები ხოლმე. თუმცა, მამა, ძირითადად, ბათუმში არის, წარმოშობით იქედან ვარ. ხელოსნობას ბავშვობიდან მივეჩვიე და ძალიან მიყვარს. ახლა რასაც ვაკეთებ, ეს საყვავილეები ჩემი მეუღლის, ანი ჩინჩალაძის დამსახურებაა. ბევრი ყვავილები აქვს და მთხოვა, რომ გამეკეთებინა რამე ისეთი, რაც ყვავილის დასადებად გამოადგებოდა. ინტერნეტით ფოტოები მოვიძიე და ასე ავაწყე ველოსიპედი-საყვავილეები. იქამდე, კი სხვა ნივეთებიც მაქვს გაკეთებული. სახლისთვის დიდი მაგიდა გავაკეთე ხეში. ასევე საწოლი და პატარა მაგიდა…
– საყვავილეების რეალიზება თუ ხდება?13285759_1314625295232742_793179009_n
– შეკვეთები, ძირითადად, ინტერნეტით მაქვს. გასაყიდად მხოლოდ ველოსიპედი მაქვს გაკეთებული, დანარჩენს კი მხოლოდ დეკორისთვის, სახლისთვის ვაკეთებ. თუ ვინმე დაინტერესდება, რა თქმა უნდა, შეიძლება იგივეს გაკეთება, ან შეიძლება მომხმარებელმა თავად მოიფიქროს დიზაინი და შემომთავაზოს.
– ველოსიპედი – ორიგინალური მიგნებაა…
– გეთანხმებით… თუმცა, ამ შემთხვევაში როგორც აღვნიშნე, ფოტო ინტერნეტით მოვიძიე. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ყვავილი გვაქვს, მეც მიყვარს ჯუჯა ხეების გაზრდა. ამჟამად ბროწეული მაქვს გამოყვანილი. ამიტომ სახლისთვის ყოველთვის ვცდილობ, განსხვავებული რაღაცები გავაკეთო. ჩემი დიზაინით სანათები შევქმენი. მსგავსი არსად მინახავს. მე და მამაჩემმა ერთად ავაწყეთ ხის დიდი მაგიდა. მაქვს პატარა ველოსიპედი, საათი, ჩარჩო. სასიამოვნოა, როცა სახლში შენი ხელით გაკეთებული ნივთები გაქვს…
– მამა და ბაბუა თუ ქმნიდნენ დეკორატიულ ნივთებს?
– დეკორატიული ნაკეთობები უფრო ახალია. მამაჩემი, ძირითადად, მასშტაბურ სამუშაოებზე მუშაობს. მაგალითად, აკეთებს მოაჯირებს, დიდ კარს და ის უფრო ხელოვნებაში გადადის, ძალიან საინტერესო ნამუშევრები აქვს. დაახლოებით 5 წლის წინ მისი 500-მდე ნამუშევრის ფოტო გადავიღე და საიტიც გავაკეთე. ბათუმში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მოხელე არის, გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა. ძალიან კარგ რაღაცებს ჭედავს და აკეთებს. ბათუმის სამების ეკლესიაში ბევრი მისი ნამუშევარი დევს…13342461_1314625318566073_1416294033_n
– თქვენ არ გიფიქრიათ, რომ იგივე გზას გაყოლოდით?
– სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველოში ხელობა მაღალანაზრაურებადი არაა. ყველას მოსწონს, უნდა, მაგრამ თანხის გადახდა არ სურთ. მარტო ამაზე დამოკიდებული ნამდვილად ვერ ვიქნები. ოჯახი მაქვს, ვალდებულებები და ა.შ. რომელსაც სტაბილური შემოსავალი სჭირდება. ეს სტაბილურობა კი ბანკში უფრო მაქვს, ვიდრე ამ საქმეში. რაღაც პერიოდი შეიძლება გყავდეს ერთი მომხმარებელი, მაგრამ შეიძლება 2-3 თვე არავინ დაგიკვეთოს. ასე მუშაობა კი დღეს შეუძლებელია…
– როდის ახერხებთ, რომ მორიგი ნაკეთობა შექმნათ?
– სამსახურს 7-ის ნახევარზე ვამთავრებ. დაახლოებით 7 საათიდან ჩავდივარ ეზოში და 10-11 საათამდე ჩემს ხელობას ვემსახურები. რა თქმა უნდა, დასვენების დღეებშიც, ძირითადად, მამის და ბაბუის საქმეს ვაგრძელებ… ყოველთვის ვცდილობ, ამისთვის დრო გამოვნახო.
– ეს განტვირთვის საშუალებაც არის?
– კი, რა თქმა უნდა. უფრო დასვენების საშუალებაა. ბანკში გონებრივად ვმუშაობ და იქ ფიზიკურად უფრო ვიხარჯები. აქ ისეთი სამსახური მაქვ,ს მთელი დღე უნდა ვიჯდე კომპიუტერთან, რუტინული სამსახურია. იქ კი ხელით ვეხები მასალას. მერე როცა საბოლოოდ რეზულტატს ვხედავ, ეს ძალიან კარგი გრძნობაა.13330288_1314625291899409_759150210_n
– თბილისში სახელოსნო გაქვს?
– კერძო სახლის ეზოში მაქვს ფარეხი, სადაც დროებით ვდილობ ამ საქმიანობისთვის გამოვიყენო. ცალკე სახელოსნო ჯერ არ გამიკეთებია და არც მაღაზია, სადაც ჩემი ნამუშევრები გაიყიდება. იმედი მაქვს, ამასაც მალე გავაკეთებ და უფრო მეტ მომხმარებელს ექნება საშუალება, ჩემი ველოსიპედი-საყვავილეებით თავისი სახლი გაალამაზოს.
– ხატავთ?
– კი, ბავშვობაშიც ძალიან ბევრს ვხატავდი და სულ მქონდა სურვილი, ხატვა მესწავლა. თუმცა, ფეხბურთზე დავდიოდი და დრო აღარ მრჩებოდა. მერე უკვე ვსწავლობდი და ხატვას თავი დავანებე. ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვხატავ, მაგრამ ძალიან მიყვარს…
– გარდა იმისა, რომ ფუნქციონალურია, კიდევ რა დატვირთვა აქვთ თქვენს ნამუშევრებს?
– ძირითადად, დეკორატიული დატვირთვა აქვს, ოთახს ალამაზებს ძალიან. საყვავილე-ველოსიპედში ყვავილებს რომ ჩადგამთ და კუთხეში დადგამ, თითქოს ოთახს ავსებს. ყველას ძალიან მოსწონს. ერთ ჩვენს მეგობარს მე და ჩემმა მეუღლემ დაბადების დღეზე ვაჩუქეთ. ძალიან გაუხარდა და სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. სწორედ მაშინ მოჰყვა გამოხმაურება ჩემს საყვავილეებს და, ძირითადად, აქედან წამოვიდა მისი რეალიზების იდეაც…13335201_1314625325232739_1894418472_n
– ახლა რა ეტაპზე ხართ?
– თავიდან რომ დავიწყე, მინიმალური ინსტრუმენტები მქონდა. თანდათან შევიძინე და ამ ყველაფერს ახლა უფრო სერიოზულად ვუყურებ. რაც დრო გადის, ვემზადები იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი შეკვეთა მექნება. ამიტომ ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად უნდა გავაკეთო. პირველ საყვავილესთან შედარებით ახლა ძალიან დახვეწილი ნამუშევრები მაქვს. ფორმები უფრო ლამაზი გახდა, უფრო სუფთა ნამუშევარია და თანდათან ვაუმჯობესებ. პარალელურად მამაჩემსაც ვეხმარები, ისიც მასწავლის და უნდა, რომ ჩემი ცოდნა ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად განვავითარო. დიდი სურვილი მაქვს, ამ საქმეს გავყვე, ჯერჯერობით შეთავსებით ვაკეთებ. მთლიანად რომ გადავერთო, ამის საშუალება არ მაქვს, ჩემი დიდი სურვილია, მხოლოდ ამ საქმიანობით დავიტვირთო. ალბათ, მალე ეს დროც მოვა…

ნინო ჯაჯანიძე

13335236_1314625321899406_925491995_n  13335324_1314625328566072_985925173_n 13348675_1314625288566076_1074313746_n 13348922_1314625338566071_2062040829_n   13349178_1314625275232744_1540981546_n13382216_1314625301899408_2114882197_n

13335242_1314625285232743_1965009658_n

13349253_1314625298566075_864217697_n
13384940_1314625305232741_923173966_n
                                                                                     

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები