ნიკოლას ბერლინერი: ვისაც სურს გაიგოს, როგორ გამოიყურება პარტნიორობა, თქვენ მას ხედავთ

ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ როლს, რომელსაც საქართველო კვლავ და კვლავ მიყვება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ნიკოლას ბერლინერმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სწავლების ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა.
“ვისაც სურს გაიგოს, როგორ გამოიყურება პარტნიორობა, თქვენ მას ხედავთ – 1200-მდე ქართველი, ბრიტანელი და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურე გვერდიგვერდ დგანან, როგორც თანამებრძოლები. ეს გვაჩვენებს სამმაგ ზრდას. დღეს ვხედავთ M12, “აბრამსის” ტანკების მონაწილეობას, რომლებიც ბულგარეთიდან ზღვით იყო გადმოზიდული, რათა მონაწილეობა მიეღო ამ წვრთნებში.
პირველად მოხდა, რომ “აბრამსის” ტანკები მონაწილეობენ საქართველოს სწავლებაში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოადგილემ.
მისი თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ქართველმა და ამერიკელმა მებრძოლებმა ერთად მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში.
„ეს მიმდინარე სწავლება გვაჩვენებს ჩვენი ამბიციების თამასას, რომ ნატოს პარტნიორები და მოკავშირეები თავის პასუხისმგებლობას სერიოზულად უდგებიან. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ როლს, რომელსაც საქართველო კვლავ და კვლავ მიჰყვება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში. დღევანდელ სწავლებას შემთხვევით არ დაერქვა ეს სახელი, რადგან საქართველო ღირსეული პარტნიორი გახლავთ. ორი კვირის განმავლობაში თავს მოვიყრით ერთად, რათა აღვნიშნოთ საქართველოს 25 წლის დამოუკიდებლობის იუბილე“, – განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები