გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გარიცხეს

გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გარიცხეს. აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კოლეგებს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა.
გიორგი ვაშაძე ფრაქციასთან ერთად გარიცხულია საპარლამენტო უმცირესობიდან და უფლებამოსილება შეუწყდება იმ საპარლამენტო დელეგაციებშიც, რომლის წევრიც „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით იყო.
ამის მიუხედავად, დელეგაციებში გათავისუფლებული ადგილის შესავსებად კვოტებში ცვლილებას კანონი არ ავალდებულებს, თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, დელეგაციებში გაჩენილი თავისუფალი ადგილის შესავსებად ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად უნდა იზრუნოს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ 5 მაისს დატოვა და განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები