ლევან ბერძენიშვილი: ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელის ყოფნა სასურველია
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთერთი ლიდერის, პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, “რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის, ან “რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილებით დატოვებენ. როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თინა ხიდაშელმა მინისტრის რანგში ნატოს ვარშავის სამიტში მიიღოს მონაწილეობა. „რესპულიკურმა“ პარტიამ 27 მარტს განაცხადა, რომ მინისტრები დატოვებდნენ თანამდებობას „რესპუბლიკური პარტიის“ ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. ყველა სხვა საკითხი ჩვენთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია. ამიტომ დადგება მომენტი, ვისმჯელებთ ამ საკითხზე და გადავწყვეტთ. ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელის ყოფნა სასურველია. ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია, მაგრამ წინასწარ ვერავინ იტყვის, რა იქნება”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.