ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა განცხადება გამოაქვეყნეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებენ. ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განზრახვას, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებები გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში შესაფასებლად მანამ, ვიდრე მას პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ.
„საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის მნიშვნელოვანი როლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს. მომდევნო რამდენიმე დღეში ვენეციის კომისიისთვის შეფასების თხოვნით მიმართვის შემდეგ, კომისიას შესაძლებლობა ექნება, შეიმუშავოს მოსაზრება ივნისში დაგეგმილ პლენარულ სესიაზე, რაც პარლამენტს საშუალებას მისცემს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია საბოლოო მოსმენით კანონში შესატანი ცვლილებების დამტკიცების დროს“, – განაცხადეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს გასულ კვირაში სტუმრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები