პარლამენტი მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვით განაახლებს

პარლამენტი პლენარულ სხდომას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვით დღეს განაახლებს.
პარლამენტის ბოლო სხდომა სწორედ კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს დაეთმო. 28 აპრილს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული პროექტი განიხილეს.
აღნიშნული პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია პარლამენტის დაკომპლექტება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისგან.
ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის – პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს. რაც შეეხება უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, ისიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის, 4%-მდე შემცირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები