თამაზ მეჭიაური: ბერძენიშვილს “კაგებეს” იზოლატორში ”პასტა” ვერ გააგდებინეს ხელიდან იმხელა ჩვენებები აქვს დაწერილი

„ბერძენიშვილებს უნდათ ვიღაც თავის პატრონების თვალში გამომიყვანონ რუსეთუმედ“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა “PALITRANEWS”-ის გადაცემა ”360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა. დეპუტატმა ამავე გადაცემაში აღნიშნა, რომ იგი მიჯნავს ერთმანეთისგან ნატოსა და ევროკავშირს, რომლის მიმართაც სკეპტიკური დამოკიდებულება მას არ გააჩნია.
მისივე თქმით, ის საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას ვერ ხედავს. დეპუტატი დასძენს, რომ ბერძენიშვილს ”პასტა” ვერ გააგდებინეს ხელიდან ”კაგებეს” იზოლატორში, იმხელა ჩვენებები აქვს დაწერილი.
“ბერძენიშვილებს უნდათ ვიღაც თავის პატრონების თვალში გამომიყვანონ რუსეთუმედ, სინამდვილეში ვამბობ რას, რომ მე ვმიჯნავ ევროკავშირს და ნატოს ერთმანეთისგან, ისინი კი ამბობენ, თითქოს ვისაც არ უნდა ნატო, იმას არ უნდა ევროკავშირი და თუ არ უნდა ევროკავშირი, ესეიგი არის კრემლის აგენტი. ამ დროს ”პასტა” ვერ გააგდებინეს ხელიდან, იმხელა ჩვენებები აქვს დაწერილი ”კაგებეს” იზოლატორში უფროს ბერძენიშვილს და იმხელა ბოდიშებს უხდის უშიშროებას, რა კარგია, რომ გზაზე დამაყენეთო. მე არც მოსკოვი მაინტერესებს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების მონაწილე ვარ”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები