“პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა და რომელიც არასადროს კარგავდა სახეს, ეს არის გიორგი კვირიკაშვილი”

მთელ ამ პოლიტიკურ ორწლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა და რომელიც არასადროს კარგავდა სახეს, ეს არის გიორგი კვირიკაშვილი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

გიორგი მარგველაშვილმა ”ქართული ოცნების” წევრ თამაზ მეჭიაურსა და ”რესპუბლიკურ პარტიას” შორის არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ იგი ნაკლებად აფასებს ამ პროცესებს და ამ დინამიკას.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მოდის იმ პოლიიტკური გამოცდილებით, როდესაც ”ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური გუნდი იყო ერთიანი.
”ჩემთვის ასეთი სერიოზული განსხვავებები ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის არ არის იმიტომ, რომ იგივე პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების თაობაზე, პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე. საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია, იმის თაობაზე, რომ თურმე როდესაც პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის სხდომას, ტელევიზიით უნდა მოუწოდო დეპუტატებს, ნუ დაუჯერებთ პრეზიდენტს და ნუ მიხვალთ იმ სხდომაზე იმიტომ, რომ დეპუტატი თურმე პარალმენტში არ უნდა მიდიდოდეს პრეზიდენტის დაძახებულზე”, -განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც პრინციპულად უპირისპირდებოდა მათ, როდესაც საუბარი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემაზე და საპრეზიდენტო გამოსვლებზე.

”ეს არის ის გუნდი, რომელიც ხშირად ვერ ხედავდა ჩემს ადგილს საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის გუნდი, ბატონი ”ქართული ოცნების” დეპუტატი და ”რესპუბიკური პარტიის” დეპუტატი უნისონში გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. ეს არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს შესაბამისი კორესპოდენცია არ მიეღო უცხოეთიდან. მე ერთადერთ შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ მთელ ამ პოლიტიკურ ორ წლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა და რომელთანაც შესაძლებელი იყო მანამდეც კონსტრუქციული დიალოგი, დღესაც შესაძლებელია და იმედია, რომ მომავალშიც ასე იქნება, ეს არის გიორგი კვირიკაშვილი. რომელიც არასადროს კარგავდა სახეს, როგორც მინისტრი და როგორც ვიცე-პრემიერი. დანარჩენ ფიგურანტებზე ნაკლებად მინდა ვიმსჯელო, მაგრამ ამ პროცესს აქვს თავისი ისტორია და მეთოდურად როდესაც შენს პრინციპებს ღალატობ, ეს გიბრუნდება უკან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები