საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
უცვლელია არჩევნების ჩატარების თარიღი. ის 8 ოქტომბერს გაიმართება.
კონსულტაციები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილსა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის დღეს გაიმართა.