მედეა ვასაძე და ავთანდილ ბერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. დეპუტატ მედეა ვასაძესა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
კვორუმის არარსებობის გამო სხდომა უკვე მეხუთედ ვერ გაიმართა. დეპუტატებს აჭარის მთავრობის ანგარიშისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა ანგარიშის მოსმენის მეორე მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციის დეპუტატებმა რეგისტრაციაზე უარი იმ მოტივით განაცხადეს, რომ ანგარიშის მოსმენა აჭარის ფინანსთა მინისტრისგან მოითხოვს, დღეს კი სხდომაზე მისი მოადგილე გამოცხადდა. დეპუტატ მედეა ვასაძესა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი შელაპარაკების მიზეზი, სწორედ ჩაშლილი სხდომა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები